შესვლა/გასლვის სისტემა მოიცავს მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეების პერსონალური მონაცემების ჩანაწერებს, რომლებიც ჩამოდიან წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ხანმოკლე ვადით (მაქსიმუმ 90 დღე ბოლო 180 დღიან პერიოდში).
სისტემა ამოქმედდა 2025 წლის 12 ოქტომბერს. ამ დღიდან, ინფორმაცია თქვენი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლისა და გასვლის შესახებ, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ გეთვათ თუ არა უარი ამ ქვეყნებში შესვლაზე, უნდა ჩაიწეროს შესვლა/გასლვის სისტემაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება საზღვრის მართვის, არალეგალური იმიგრაციის პრევენციისა და მიგრაციის ნაკადების მართვის ხელშეწყობის მიზნით. ეს საჭიროება გამომდინარეობს განკარგულებით (EU) 2017/2226, კერძოდ კი რეგლამენტის II თავის და III თავის 14, 16–19 და 23 მუხლებით.
გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს შესვლა/გასლვის სისტემის ეტაპობრივი ჩართვა. ამ პერიოდის განმავლობაში 12 ოქტომბრიდან თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემები, შეიძლება არ იქნას შეგროვებული წევრი სახელმწიფოების ყველა გარე საზღვარზე შემოსვლა/გასვლის სისტემის საჭიროებებისთვის. თუ ამ ინფორმაციის შეგროვება სავალდებულოა და თქვენ უარს აცხადებთ მის მოწოდებაზე, თქვენ უარს მიიღებთ შესვლაზე. Სისტემის ეტაპობრივი დანერგვის დროს თქვენი მონაცემები ავტომატურად არ დაემატება საზღვრის მკვეთ პირთა სიას, ნებადართული ყოფნის ვადებს. გარდა ამისა, თქვენ ვერ შეძლებთ EES ვებგვერდის ან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში არსებული აღჭურვილობის მეშვეობით წევრ ქვეყნებში თქვენი ნებადართული სტუმრობის ვადების შემოწმებას.
მოკლევადიანი სტუმრობის პერიოდის გამოსათვლელი ხელსაწყოს მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ნებადართული სტუმრობის პერიოდი, რომელიც ხელმისაწვდომია ევროკომისიის ვებსაიტზე:
https://home-affairs.ec.europa.eu/policies/schengen/border-crossing/short-stay-calculator_en?prefLang=pl
შემოსვლა/გასვლის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის შემდეგ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ამ ფორმაში აღწერილი წესით.
რა მონაცემების შეგროვება, დარეგისტრირება და დამუშავება ხდება?
წევრი სახელმწიფოების გარე საზღვრებზე შემოწმების დროს სავალდებულოა თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება შესვლის პირობების შესამოწმებლად. გროვდება და ფიქსირდება შემდეგი პერსონალური მონაცემები:
- თქვენს სამგზავრო დოკუმენტში მითითებული მონაცემები,
- ბიომეტრიული მონაცემები თქვენი სახის გამოსახულებიდან და თქვენი თითის ანაბეჭდებიდან.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე გროვდება თქვენი მონაცემები, რომლებიც მიღებულია სხვა წყაროებიდან:
- სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS) – მონაცემები, რომლებიც მოცემულია თქვენს პირად ფაილებში – და
- ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და მოგზაურობის უფლების მინიჭების სისტემა, კერძოდ თქვენი სამოგზაურო ნებართვის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრის სტატუსი.
რა მოხდება, თუ საჭირო ბიომეტრიულ მონაცემებს არ მოგვაწვდით?
თუ თქვენ არ მოგვაწვდით გადამოწმების ან იდენტიფიკაციის მიზნით საჭირო ბიომეტრიულ მონაცემებს შემოსვლა/გასვლის სისტემაში რეგისტრაციისთვის, თქვენ უარს მიიღებთ გარე საზღვრის კვეთაზე.
ვის ააქვს თქვენს მონაცემებზე წვდომა?
თქვენი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება წევრი სახელმწიფოების მიერ საზღვრის მართვის, საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობის, საიმიგრაციო და მართლმსაჯულების საჭიროებებისთვის. ევროპოლს შეუძლია თქვენს მონაცემებზე წვდომა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის და მართმსაჯულების დაცვის მიზნით. მკაცრი პირობების დაცვით თქვენი მონაცემები ასევე შეიძლება გადაეცეს წევრ სახელმწიფოს, მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ჩამოთვლილია (EU) 2017/2226 დადგენილების I დანართში დაბრუნების ან სამართალდამცავი ორგანოების საჭიროებების მიზნით.
თქვენი მონაცემები შეინახება შემოსვლა/გასვლის სისტემაში შემდეგი პერიოდის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ავტომატურად წაიშლება:
- ჩანაწერები თითოეული შემოსვლის, გასვლის ან შესვლაზე უარის შესახებ ინახება 3 წლის განმავლობაში, დაწყებული შესვლის, გასვლის ან შემოსვლაზე უარის თქმის დღიდან;
- პერსონალური ფაილები, რომლებიც შეიცავენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ინახება 3 წლის და ერთი დღის განმავლობაში ბოლო შესვლის დღიდან ან შესვლაზე უარის თქმის დღიდან, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ახალი ჩანაწერი არ დარეგისტრირებულა;
- თქვენი გამგზავრების შესახებ ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება 5 წლის განმავლობაში, თქვენი ნებადართული სტუმრობის ვადის გასვლის დღიდან.
დარჩენილი ლეგალური სტუმრობა და ლრგალური სტუმრობის ვადის დარღვევა
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია სასაზღვრო დაცვის მხრიდან წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნის მაქსიმალური დარჩენილი პერიოდის შესახებ. ამას გარდა, ლეგალური სტუმრობის დარჩენილი პერიოდის შემოწმება შეგიძლიათ ვებგვერდზე www.travel-europe.europa.eu/ees_en ან საზღვარზე დამონტაჟებული აღჭურვილობის მეშვეობით, თუ რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია ამგვარი აღჭურვილობა.
თუ თქვენ დაარღვიეთ ლეგალური სტუმრობის ვადები, თქვენი მონაცემები ავტომატურად დაემატება იდენტიფიცირებულ პირთა სიას (იმ პირთა სიას, რომლებმაც დაარღვიეს ლეგალური სტუმრობის ვადები). ეს სია ხელმისაწვდომია კომპეტენტური ეროვნული ორგანოებისთვის. თუ თქვენ შეგიძლიათ კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდოთ სანდო მტკიცებულებები, რომ თქვენ ლეგალური სტუმრობის პერიოდს დარღვევა გაუთვალისწინებელი სერიოზული მოვლენების შედეგად მოხდა, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გასწორდეს ან განახლდეს შემოსვლა/გასვლის სისტემაში და შეიძლება ამოშლილ იქნას ლეგალური სტუმრობის ვადების დამრღვევ პირთა სიიდან.
თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოსთხოვოთ მონაცემთა ადმინისტრატორს წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე;
- მოითხოვოთ თქვენს შესახებ არასწორი ან არასრული მონაცემების გასწორება ან შევსება და
- მოითხოვოთ თქვენი პერსონალური იმ მონაცემების წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, რომლებიც უკანონოდ მუშავდება.
აღნიშნული უფლებების გამოსაყენებლად დაუკავშირდით მონაცემთა ადმინისტრატორს ან მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მონაცემთა ადმინისტრატორი:
Komendant Główny Straży Granicznej
al. Niepodległości 100
02-585 Warszawa
+48 22 500 43 68
nu.ees@strazgraniczna.pl
www.strazgraniczna.pl/pl/odo
მონაცემთა დაცვის ინსპექტორი:
Dyrektor Biura Ochrony Informacji Komendy Głównej Straży Granicznej
al. Niepodległości 100
02-585 Warszawa
+48 22 500 40 35
boi.kg@strazgraniczna.pl
www.strazgraniczna.pl/pl/odo
წევრი სახელმწიფოების ორგანოებსა და შესაბამის ევროპულ უწყებებს შორის ამოცანების გადანაწილების შესაბამისად, შეგიძლიათ საჩივარი შეიტანოთ შემდეგ ორგანოებში:
პოლონეთში საზედამხედველო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი მონაცემების დამუშავებაზე (მაგ., თუ თქვენი აზრით თქვენი მონაცემები არასწორად იქნა შენახული):
Prezes Urzędu Ochrony Danych Osobowych
ul. Moniuszki 1A
00-014 Warszawa
+48 22 531 03 00
+48 606 950 000
www.uodo.gov.pl